✨ ,,დღეს არის საოცარი დღე. ჩვენ ვდღესასწაულობთ წმინდა სამების – სიყვარულის დღეს…
❤️ რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულიყო ყოვლადწმინდა სამების კიდევ ერთი დღესასწაული – სიყვარულის დღე.
📖 წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი არის სიყვარული!“ ეს უნდა ახსოვდეს ყოველ ადამიანს და ყოველი ადამიანი უნდა იყოს ღვთისმოსავი.
✨ ასე დაწესდა წმინდა სამების კიდევ ერთი სადიდებელი დღესასწაული.
✨ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული. ადამიანი ვერასდროს ჩაწვდება ღვთის არსს და ასევე ვერასდროს ახსნის, რა არის სიყვარული. ერთი მეცნიერი ამბობს: „მე არ მინახავს ღმერთი, მე ვნახე მხოლოდ მისი კვალი, რომელიც გამოვლინდა ბუნებაში“.
❤️ მართლაც, ყველაფერში ვლინდება, რომ ღმერთი არის სიყვარული. ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება ადამიანებს შორის და, ზოგადად, დედამიწაზე. ამაზე გვმართებს დაფიქრება.
✨ ადამიანი უნდა დაუკვირდეს თავის თავს და განსაჯოს, არის თუ არა იგი ტაძარი სულისა წმიდისა, ტაძარი სიყვარულისა, არის თუ არა სიყვარული ადამიანში. თუკი ადამიანი მუდამ ამაზე ფიქრობს, იგი ცხონების გზაზე დგას და ასეთ შემთხვევაში მის გარშემო მრავალი ადამიანი ცხონდება.
✨ მაშასადამე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის მატარებელი მადლისა სულისა წმიდისა. მადლი სულისა წმიდისა კი არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი…
✨ დღეს ყოველმა ჩვენგანმა ღრმად უნღა ჩაიხედოს თავის გულში და უნდა დაინახოს, რა არის მასში ჩაბუდებული – სიკეთე თუ ბოროტება? განიცდის თუ არა ადამიანი თავის ცოდვებს? როგორც ამბობს ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ბედნიერია ადამიანი, თუ მასში არის ეს განცდა და ამასთან, არ არის განკითხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დგას განწმენდის გზაზე. ასეთი ადამიანის სულიერი სამყარო ცარიელი არ დარჩება, მას შეავსებს მადლი სულისა წმიდისა…”
📣 ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გერგეტობას, სიყვარულის დღეს წარმოთქმული ქადაგებიდან
🌸💚🌿🌸💚🌿🌸💚🌿🌸💚🌿🌸💚🌿🌸💚
საქველმოქმედო ინფორმაცია..
გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….
სამწუხაროდ ტაძრის აღდენა შეჩერებულია.
წლებია ხალხი, თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც ძალიან უჭირთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, ზოგჯერ უკანასკნელ კაპიკსაც კი დედაღვთისას სწირავდნენ და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას..
მადლობა ყველას ვინც მუდამ გვერდში უდგას ტაძარს და ეწევა თუნდაც 1 ლარით… თქვენი წყალობით ბევრი რამ გაკეთდა ტაძარში, თუმცა გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული..
ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში
გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით