დღეს სიხარულის მომნიჭებელი ხატის – ” ყოველთა მწუხარეთა სიხარულის” დღესასწაულია

გაუზიარე მეგობრებს

დღეს ღვთისმშობლის ხატის “ყოველთა მწუხარეთა სიხარულის”  დღესასწაულია
🌼💮🥀🌺 დედაღვთისამ მოგანიჭოთ სიხარული, იხარეთ

ხატი პირველად საქართველოში 90 – იან წლებში პატრიარქის კურთხევით დაიწერა და მთელი საქართველო მოიარა.

ლოცვა –

უსასოთა სასოო, უძლურთა ძალო, ნავთსაყუდელო აღძვრასა შინა ჭირვეულთაო, მეოხო ჩაგრულთაო, პურო მანანაჲსაო, მწყურვალთა დამარწყლულებელო, ნექტარო წყურიელთათვის ზეციურისა განსვენებისაო, დედაო უფროსადსკურთხეულისა ღმრთისაო, მხოლოჲსა შენდა მოვილტვით ყოველთა სულითა, მოვუდრეკთ მუხლთა ჩუენთა საფარველსა შენსა, დედუფალო. ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და გოდებათა ჩუენთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო! დაღაცათუ შიშითა აღამავსებს მე უღირსებაჲ ესე ჩემი და უბადრუკებაჲ ცოდუათა ამათ ჩემთა, არამედ მარწმუნებს მე აღმადგინებელი ხატი ესე, რომელსა ზედა არს ძალი და მადლი შენი.

ვითარცა ზღუაჲ დაულევნელი, ვხედევდ ვითარმედ, ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, მწირთა დაიფარავ საფარველითა შენითა, შესვენებულთა დედაო და ყოველთათვის ვედრებათა უხუებათა აღმასრულებელო. მათისა შეწყნარებისა სახისა მხილველი, შენდა შევრდომილ ვარ მე, დაბრმობილი ესე თუალითა სულიერითა და მკელობელი სულისა საგრძნობელითა. აღიღე ყოველი მწუხარებაჲ ჩემი, აღიღე ყოველი ჭირი ჩემი; ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩემსა.

ჰოი, კეთილისამომღებელო! ნუ მომიძაგებ მე ცოდუილსა, ნუ უგულებელსმყოფ მე შემწკივლებულსა. ვუწყი, ვითარმედ ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, ჰოი, სახიერო სასოო ჩემო ძუძუჲთგან დედისა ჩემისათა, შენდა შევრდომილ ვარ წიაღითგან დედისა ჩემისა, შენდამი დატევებულ ვარ, ნუსადა დამიტევებ მე, ნუმცა გარემიიქცევი ჩემგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

❤️💚❤️💚❤️💚❤️💚❤️💚❤️💚❤️💚❤️💚❤️

საქველმოქმედო ინფორმაცია..

გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….

სამწუხაროდ ტაძრის აღდენა ვერ სრულდება..

წლებია ხალხი, თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც  უჭირთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო,  დედაღვთისას სწირავდნენ და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას..

მადლობა ყველას ვინც მუდამ გვერდში უდგას ტაძარს და ეწევა თუნდაც 1 ლარით… თქვენი წყალობით ბევრი რამ გაკეთდა ტაძარში, თუმცა გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული..

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით

ზემოთ