მოგვიახლოვდა სააღდგომო მარხვა, წელს აღდგომის მარხვა დაიწყება 15 მარტს და დასრულდება 2 მაისს – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით.
22 თებერვლიდან – 28 თებერვლამდე არის მსგეფსი. ანუ ოთხშაბათი პარასკევი არ არის მარხვა.
პირველი მარტიდან – 7 მარტის ჩათვლით არის ხორციელის კვირა. ანუ ოთხშაბათი პარასკევი არის მარხვა. მორწმუნეებს 7 მარტის შემდგომ აღარ შეუძლიათ მიიღონ ხორცი.
8 მარტიდან იწყება ყველიერის კვირა – მთელი კვირა შეიძლება რძის ნაწარმის , თევზის და კვერცხის მიღება. ყველიერის სამშაბათ საღამოდან ( 9 მარტი) პარასკევ საღამომდე (12 მარტი) იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
15 მარტს კი დაიწყება სააღდგომო მარხვა. მთელი მარხვის მანძილზე – კვირა საღამოდან პარასკევ საღამომდე იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
6 მარტს კი არის მიცვალებულთა ხსენება – ე.წ. კორკოტობა