ზუსტათ 7 წლის წინ, ბერმა გაბრიელმა გააერთიანა მთელი საქართველო

გაუზიარე მეგობრებს

ზუსტათ 7 წლის წინ, ბერმა გაბრიელმა გააერთიანა მთელი საქართველო

საოცარი გრძნობა იყო, სამების ტაძარი მორწმუნეებს ვერ იტევდა.
ერი თუ ბერი, ბავშვი თუ ქალი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა ცდილობა მიახლებოდა წმინდა ბერის ლუსკუმას, მის წმინდა ნაწილებს.

საქართველოს ბევრი განსაკუთრებული წმინდანი ჰყავს, მაგრამ როგორც ჩვენმა უწმინდესმა ბრძანა, მამა გაბრიელი ყველასგან გამორჩეულია.
თითოელ ჩვენგანს ჩვენი გაბრიელი გვყავს, ყველას გვგონია, რომ გაბრიელ ბერი განსაკუთრებით გვწყალობს და მართლაც ის ყველას გვეხმარება, მუდამ ვგრძნობთ მით სიახლოვეს, მის წყალობას და ნუგეშს.

ილოცეთ ჩვენთვის მამაო გაბრიელ, ილოცეთ ჩვენი ოჯახებისთვის, ილოცეთ ჩვენი საქართველოსთვის.

,,ღირსო მამაო გაბრიელ აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის”

ზემოთ