მეუფე შიო: დღეს ადამიანებს აკლიათ ბედნიერება, ჩვენ ამას ვხედავთ ეკლესიაშიც, საერთოდ, ცხოვრებაშიც,

გაუზიარე მეგობრებს

🔸 ძალიან ხშირად მოდიან ეკლესიაში მეტ-ნაკლებად ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ უღმერთოდ, ღვთის კანონების გარეშე იცხოვრეს, შედეგად კი დაენგრათ და გაუკოტრდათ მთელი ცხოვრება. მათ უნდათ გამოსწორება, მაგრამ უკვე გვიანია და აღარ იციან, როგორ გამოასწორონ ეს ყველაფრი;

ხვდებიან, რომ მთელი მათი წინა ცხოვრება იყო არასწორი და მცდარი. ჩვენ ამას ვხედავთ ეკლესიაშიც, საერთოდ, ცხოვრებაშიც, ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები, როგორ აკლიათ ადამიანებს ბედნიერება…

რაც უნდა ინტელექტუალური იყოს ადამიანი, თუ მას აქვს  კადნიერება და ამპარტავნება, ის მაინც სისულელემდე მიდის. რატომ? იმიტომ, რომ მიზეზი არის ერთი – ისინი უარს ამბობენ ღმერთზე.

დღეს ჩვენც ცოდვილები, სახარებისუელი უძღები შვილები ვართ, ამიტომ ინებოს უფალმა, ამ განწყობით დავიწყოთ დიდმარხვა, ნამდვილად მოვინანიოთ და ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ, მოვინანიოთ, რომ ისე არ ვცხოვრობდით, როგორც ღმერთის შვილს უნდა ეცხოვრა სინამდვილეში.

⛪️ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

➡️ 28 თებერვალი, 2021 წელი ( ამონარიდი)

ზემოთ