ავტორი: საქართველოს იმედი

16 ივლისს გერგეთობაა – სულიერი სიყვარულის დღე , ასე უწოდა პატრიარქმა ამ დღესასწაულს.

გილოცავთ გერგეთობას 🌿 16 ივლისს გერგეთის სამებობაა. ფარავდეს სრულიად საქართველოს გერგეთის სამების მადლი 🙏 „სულიერი სიყვარულის დღე” – ასე უწოდა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამ დღესასწაულს, რითაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა გერგეთობას. ❤️ ასევე პატრიარქის კურთხევით ეს დღე დაწესდა როგორც სიყვარულის დღედ- ქართული სიყვარულის ზეიმად. 🌿 ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში გერგეტის სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული […]

15 ივლისს ვლაქერნობაა, უდიდესი სიწმინდე – ღვთისმშობლის კვართი საქართველოშია.

გილოცავთ ვლაქერნობას ! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს! უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება  ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს. ღვთისმშობლის კვართი შუამავლად […]

14 ივლისს მკურნალი ექიმების – კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა.

14 ივლისს,  არის მკურნალი ექიმების – წმინდა კოზმა და დამიანეს ხსენება.. წმინდათა  ტროპარში წერია, რომ მათ უსასყიდლოთ მიიღეს ღვთისგან კურნების მადლი და ასევე უსასყიდლოთ გასცემდნენ. მთელი ცხოვრება წმინდა კოზმა და დამიანე უანგაროთ კურნავდნენ ადამიანებს და ანიჭებდნენ ხორციელ და სულიერ ჯანმრთელობას. წმინდანებს განსაკუთრებთ ევედრებიან ხორციელ კურნებას. დაე, მათი ლოცვით უფალმა განკურნოს ჩვენი სულის და ხორცის სნეულებანი. […]

13 ივლიის ქრისტეს 12 მოციქულის ხსენების დღეა – სვეტიცხოვლობა

გილოცავთ სვეტიცხოვლობას ♥️ 13 ივლისს საქართველოსთვის განსაკუთრებულია დღეა – აღინიშნება ქრისტეს თორმეტი მოციქულის ხსენება. შემთხვევით არ არის, რომ საქართველოში, ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ,  პირველი ტაძარი – სვეტიცხოველი 12 მოციქულის სახელზე აშენდა. 12 მოციქული ეს არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა, სისავსისა. 12 მოციქულის მადლი და კურთხევა იყოს თქვენ ზედა და სრულიად საქართველოზე! შეგვეწიის მადლი და წყალობა – პეტრესი, […]

გილოცავთ პეტრე – პავლობას, ყველაფერი უფლის 2 რჩეულ მოწაფეზე.

გილოცავთ პეტრე-პავლობას♥️ წმინდა მოციქულთა თავთა ლოცვითა და შუამდგომლობით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ეს ორი დიდი პიროვნებაა, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პეტრე არის უბრალო მეთევზური, პავლე ფრიად განსწავლული ადამიანი. პეტრე მოციქული საოცარი პიროვნებაა, თუმცა მას განათლება არ მიუღია, მაგრამ გული აქვს დიდი და წრფელი და უფალი სწორედ ამას […]

11 ივლისს არის ხსენება ღვთისმშობლის  დიდი სასწაულთმოქმედი ხატისა – ,,სამხელა”

11 ივლისს არის ხსენება ღვთისმშობლის  სასწაულთმოქმედი ხატისა – ,,სამხელა” ხატი ითვლება ჩაგრულთა, უდანაშაულოდ დასჯილთა და ცილისწამებულთა მფარველად. ხატის ისტორია უკავშირდება უდიდეს წმინდას – იოანე დამასკელს, რომელსაც ცილი დასწამეს და მეფის წინააღმდეგ ღალატში დაადანაშაულეს, ამის გამო წმინდას მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, თუმცა დედაღვთისმშობელმა მალევე გაუმთელა ხელი, ამის შემდეგ წმინდა იოანემ უდიდესი მადლიერების ნიშნად ოქროს ხელი დაამზადებინა და […]

ხვალ ყველანი სამებაში. საქართველოს პატრიარქი 2 საათზე გადაიხდის პარაკლისს

10 ივლისს (შაბათს), 14:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბება სამღვდელოება მრევლთან ერთად დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით. 📌 შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გადაიხდის სავესრებელ პარაკლისს. გთხოვთ, მობრძანდეთ ტაძარში წმინდა  ქეთევანისთვის ღირსეული პატივის მისაგებად. 🔻  წინა დღეს, 9 ივლისს (პარასკევს), 18:30-ზე მოხდება წმინდა ნაწილების აეროპორტში […]

გთავაზობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, გთხოვთ უთხრათ სხვებსაც

გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….. ❤️ სამწუხაროდ ტაძრის აღდენა შეჩერებულია. 🌿 წლებია თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც ძალიან უჭირთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, ზოგჯერ უკანასკნელ კაპიკსაც კი დედაღვთისას სწირავდნენ და 🌿 ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას.. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელზე […]

ინფორმაცია, რომელსაც უნდა გაეცნოს ყველას, გთხოვთ უთხარით სხვებსაც

ახალი ამბავი – ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა გააზიაროს ეს პოსტი 20..09. 2023 კვლავ გულისტკივილით გვინდა ავღნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ამ დრომდე  ვერ ხერხდება ივერიის ღვთისმშოვბლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია, რადგან ვერ ხერხდება ერთიანი თანხის მობილიზება, სამწუხაროდ თითქმის აღარ ყავს შემომწირველი როგორც იცით, უკვე რამდენი ხანია, ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულის გამო სწირავენ დედაღვთისას ტაძარს და ღვთისმშობელიც არ აყოვნებს მათ მიმართ წყალობასა […]

გილოცავთ, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის – “ღვთისმოყვარეს” ხსენებას.

2 ივნიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “ღმრთისმოყვარე” ხსენების დღეა… ❤️ ერთ მთავარს სიზმარეულ ხილვაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ხატი ვლადიმირში დაებრძანებინა, ხოლო გამოცხადების ადგილას მისი შობის სახელზე ტაძარი აეგო. მთავარი ასეც მოიქცა. შემდეგ კი ხატმწერს დააწერინა ახალი ხატი, რომელზედაც ღმრთისმშობლის ეს გამოცხადება აისახა. ამ ხატს  “ღმრთისმოყვარე” უწოდეს. ლოცვა ამ დღეს წასაკითხი ❤️👇 ღმრთისმოყუარეო დედაო, […]

ზემოთ