ავტორი: საქართველოს იმედი

პატრიარქი ილია მეორე – ვისაც ასეთი რჩევა მივეცი, მკითხეს – 12 საათის ლოცვა როდისღა წავიკითხოთო?

„მეკითხებიან ხოლმე, როდის დავიძინოთ და როდის ავდგეთო. მინდა გირჩიოთ, რომ დაიძინოთ 10 საათზე და ადგეთ დილის 6-ის ნახევარზე. მაშინ იგრძნობთ, რამდენი რამ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა დღის განმავლობაში. ვისაც ასეთი რჩევა მივეცი, მკითხეს – 12 საათის ლოცვა როდისღა წავიკითხოთო? 12 საათის ლოცვა თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ 9-საათიან ლოცვასთან ერთად ან ძილის წინ – 10 საათზე. თუ გაგეღვიძათ […]

ათონელი ბერების ძალიან ლამაზი და უბრალო ლოცვა ღვთისმშობლისადმი

ბერების ლოცვა ღმრთისმშობლისადმი ათონის მთაზე! ჰოი, ჩემო ღვთისმშობელო, ,უფალთან შუამავალო, ტკბილო ღვთისმშობელო ცხოვრების ჭიდილში, მეც დამეხმარე. შემეწიე ღვთისმშობელო, ჩემო ტკბილო ღვთისმშობელო, იმიტომ, რომ ცხოვრება ზღვაა, დიდი შტორმი. და მე ვარ მეზღვაური ნავში შენს მოწყალებას ვეყრდნობი, დიდო ქალწულო. და როგორც მოწყალე დედა, შენ გვიხსენი, გვიხსენი როგორც ხილული, ისე უხილავი მტრებისგან. შენი ფრთების ჩრდილში დამიფარე ჩემო ღვთისმშობელო, […]

20 ივნისიდან პეტრე – პავლობის მარხვა იწყება – ყველაფერი რაც ამ მარხვის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ხვალიდან, 20 ივნისიდან, პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და დასრულდება 12 ივლისს. 🌿 პეტრე- პავლობის მარხვას ძველად “ერგასის შემდგომს” ანუ სულთმოფენობის, აღდგომის ორმოცდამეათე დღის შემდგომს უწოდებდნენ. იგი ჯერ კიდევ თვით მოციქულებს დაუწესებიათ. 🌿 სულთმოფენობის შემდგომ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის. ისინი ურიცხვ სასწაულებს აღასრულებდნენ. სნეულებს ხელის შეხებით კურნავდნენ. 🌿 პეტრე მოციქულს თვით მაცხოვარმა უწოდა კლდე და აღუთქვა […]

19 ივნიის, ყველა ქრისტიანის ანგელოზის დღეა, თითოეულ ჩვენგანს ანგელოზის დღე გვაქ

ამ დღეს წასაკითხი ლოცვა, ეცადეთ ყველამ წაიკითხოთ…. 👇💚 პეტრე – პავლობის მარხვის დაწყების წინა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ყველა წმინდას ერთად მოიხსენიებს. ესაა დღე, როდესაც ყოველი ქრისტიანის, ყოველი მართლმადიდებელის მფარველი ანგელოზი იხსეინება, ეს არის საოცარი დღე. შეგეწიოთ მათი ლოცვა, მათი მეოხება უფლის წინაშე. ლოცვა მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო […]

მამა გაბრიელის ვედრება ღვთისადმი, როგორ უბრალო და საოცარი ლოცვაა – ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე

მამა გაბრიელის მიერ დაწერილი ლოცვა ,,ღმერთო, გევედრები შენ,ზეციდან გვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლე უფალო შენს წინაშე ლოცვა და შენი წმინდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმინდა სჯულით ვიაროთ.” ჩვენი დიდი მეოხის, მამა გაბრიელის სავერებელი პარაკლისისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ […]

რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებისთვის ლოცვა ? გახსოვდეთ, მოვა დრო და თქვენი ოჯახის წევრები შეუდგებიან ქრისტეს გზას

ძალიან საინტერესო ქადაგება, დარიგება 👨‍👨‍👦  მნიშვნელოვანია, ოჯახში ვინმე მლოცველი იყოს. ლოცვა იზიდავს ღვთის მადლს. ამას ყველა ოჯახის წევრი გრძნობს, ისინიც კი, ვისი გულიც რწმენისადმი გაცივდა. ამიტომ, მოუკლებელად ილოცეთ, თქვენი ლოცვით, მოვა დრო და თქვენი ოჯახის წევრები შეუდგებიან ქრისტეს გზას, არცერთი თქვენი ლოცვის სიტყვა ფუჭად არ ჩაივლის, ყოველი მათგანი წარადგენა მთელ ოჯახს. 🙏 ამიტომ ეცადე, ყოველთვის […]

ნახეთ ლოცვა ლომისის წმინდა გიორგისადმი – მისი ლოცვა, მადლი შეეწიოს თქვენს ოჯახებს

მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა: „წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია, მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია, ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“. ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა […]

ნახეთ ინფორმაცია – ამბავი, რომელიც უნდა ვიცოდეთ, არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა,

ამბავი, რომელიც უნდა ვიცოდეთ  როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით. თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება თუმცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ, ერთიან თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, […]

ლოცვა სულთმოფენობა დღეს წასაკითხი – მადლი სულისა წმინდისა გწყალობდეთ და გიფარვიდეთ

12 ივნისს სულთმოფენობაა – სულიწმინდის მოვლენის, ეკლესიის დაბადების დღე. ლოცვა სულთმოფენობა დღეს წასაკითხი.. “მეუფეო ზეცათაო, ნუგეშისმცემელო , სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენი” “კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად […]

სულთმოფენობა – მადლის დღე, რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესასწაულის შესახებ და რა ტრადიცია არსებობს ამ დღესთან დაკავშირებით

სულთმოფენობა – სულიწმინდის მოვლენის დღე ეს დღე არის ეკლესიის დაბადების დღე, სწორედ ამ დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია. სულმოფენობამ შეცვალა კაცობრიობა. საოცარია, მაშინ როდესაც მოციქულები შიშით იმალებოდნენ, ჯვარზეც კი მხოლოდ ერთი მოციქული იყო, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები აივსნენ მადლით, გახდნენ უშიშარნი და მსოფლიო მოინადირეს… რა მოხდა ამ დღეს ? აღდგომიდან 50 – […]

ზემოთ