კატეგორია: პატრიარქი ილია მეორე

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას და ოპოზიციას – ილია მეორე

სამწუხარო ფაქტია , რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.. კატეგორიული აზროვნება, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ ის არის მართალი, სახიფათოა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუსმინონ ერთმანეთს. პატრიარქი […]

ამ წუთებში პატრიარქი განცხადებას ავრცელებს – 21.02.2021

  პატრიარქის განცხადება (21.02.2021) 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის დიდად მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცებიდან სულ რამოდენიმე დღეში მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს კონსტიტუციამ მაინც შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის ფუნქცია, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლა ეკლესიის წიაღშიც მწიფდებოდა; ამიტომაც იგი […]

ინფორმაცია – ხვალ, პატრიარქი ილია მეორე, სამების ტაძარში….

ხვალ, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, სამების ტაძარში აღავლებს წირვას.. მსახურება დაიწყება ათ საათზე.. შეგახსენებთ, რომ ხვალ არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა.. მომდევნო კვირა კი არის მსგეფსი ღმერთმა ყველას მოგვცეს სინანული მეზვერისა.

დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო,

დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყიდო, გაყიდო და კვლავ იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დაიბრუნო დაკარგული დრო. ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს, სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს. ჩვენ ყოველ ახალ წელს ბედნიერებას ველოდებით, მაგრამ განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა […]

42 წელია მე ვარ სამიზნე

ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს. 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ, არ დათრგუნოთ თქვენი გონება; იმედი არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა და ჩვენთანაა უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 💟

ზემოთ