🔖 გადმოცემის მიხედვით ხატი „წარწყმედულთა მომპოვნებელი“ IV ს-ში განდიდდა, მან სულიერი დაღუპვისაგან იხსნა ბერი თეოფილე, რომელმაც მის წინაშე შეინანა თავისი ცოდვები და შემდეგ დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია და წმიდათა დასში შეირაცხა.
🔖 ამ ხატის წინაშე ლოცვის საშინელი სიღატაკისგან გათავისუფლდა ქვრივი ქალი და მისი შვილების ცხოვრებაც კეთილად წარიმართა.
🔖 მოხედენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, განსაცდელთა შინა მყოფთა ამათ და ნუ ცოდუათაებრ ჩუენთა დამსჯი ჩუენ, არამედ კაცთმოყუარებითა და მოწყალებითა შენითა ჯოჯოხეთისაგან და ყოველთა ჭირთა და სნეულებათაგან განმათავისუფლენ და მაცხოვნენ ჩუენ.