რატომ არ შეიძლება მარხვა, მეზვერის და ფარისევლის კვირაში ?

გაუზიარე მეგობრებს

რატომ არ შეიძლება მარხვა, მეზვერის და ფარისევლის კვირაში ?

ძველად აღმოსავლეთში (სირია, სომხეთი, სპარსეთი) მეზვერისა და ფარისევლის შემდგომი კვირა მარხვა იყო, იონას მარხვა, ნინევიელთა ბიბლიური მარხვის ანალოგი.

სევეროზის მწვალებლობის გავრცელების შემდეგ, განსაკუთრებით კი სირიაში და სომხეთში, მართლმადიდებელთათვის რთული გასარჩევი იყო სხვადასხვა მიმდინარეობის მონოფიზიტთა, მონოთელიტთა, განსაკუთრებით კი სევერიანელთა მიმდევრები.

ხშირად ისინი მართლმორწმუნეებად ასაღებდნენ თავს. ამიტომ ეკლესიამ ეს კვირა მსგეფსად გამოაცხადა, რათა ყველასთვის ცხადი ყოფილიყო, თუ ვინ იყო მართლმადიდებელი და ვინ სევეროზის თუ სხვა ერეტიკოსთა მიმდევარი.
ისინი ვინც ამ კვირას ოთხშაბათსა და პარასკევსაც  არ მარხულობდა –  იყვნენ მართლმადიდებლები.

აი , რას ვკითხულობთ ”მარხვანის” საკითხავში:

”ჰშვენის უწყებად, რამეთუ შვიდეულსა ამას იმარხავენ სამ-გზის შეჩვენებულნი სომეხნი საძაგელსა მას მარხვასა მათსა, რომელსა უწოდებენ არციფურიად. ხოლო, ჩვენ (მონაზონნი) თითოეულთა ამათ დღეთა (ოთხშაბათსა და პარასკევსა) ვიხმევთ ყველსა და კვერცხსა, ხოლო ერისკაცნი იხმევენ ხორცსაცა და შეურაცხვყოფთ მათსა მას მწვალებლობასა”

ანუ – 22 თებერვლიდან პირველ მარტამდე არის მსგეფსი და არ შეიძლება იმარხულოს ქრსიტიანმა ამ კვირაში ( ოთხშაბათი პარასკევიც არ უნდა ვიმარხულოთ ! )

ზემოთ