დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს – პატრიარქის მოწოდება შენდობის დღეს

გაუზიარე მეგობრებს

მიტევების – შენდობის დღე

მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს.

დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ან გულისტკივილი არ მიეყენებინოს.

არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ მაინც სჩადის და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არა გაგვიკეთებია რა. მართალია, ძნელია შენდობა მისი, მაგრამ ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ამის სულიერი ძალა მოიპოვოს.

რა თქმა უნდა, შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს. ნუ დაელოდებით სხვის მოსვლას თქვენთან პატიების სათხოვნელად. თქვენ თვითონ მიდით მათთან, თაყვანი ეცით და შენდობა ითხოვეთ. შეიძლება მათ არც შეგინდონ, მაგრამ მთავარი ხომ უფალია, რომელიც თქვენს ყოველ საქმეს ხედავს და რომელიც თქვენზე წყალობას მოიღებს.

მშვიდობით განვლოთ მარხვა და ბედნიერი აღდგომა გვქონდეს.

❤️ პატრიარქი ილია მეორე

🌺🌸🌼🌺🌸🌷🌺🌸🌼🌺🌸🌼🏵️💮🌺🌸

საქველმოქმედო ინფორმაცია 👇

🙏 როგორც ბევრმა უკვე იცით,  მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა,  ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად,  თითო ლარებით შენდება ❤️ ( დამატებიტი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )

ასევე, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები ( ცოცხალთა, მიცვალებულთა) ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში 🙏

შესაწირი ტაძრისთვის 👇

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

პირადი ნომრით: 59801134216

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

ზემოთ