“კარგათ დაიმახსოვრეთ რასაც ახლა გეტყვით” – მამა გაბრიელის 12 რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს.

გაუზიარე მეგობრებს

12 რჩევა მამა გაბრიელისგან

1) ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია. გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს.

2) ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე. ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? ჰკითხეს გაბრიელ ბერს. – ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა.

3) კეთილი ყველასავთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული.

4 ) როდესაც საჭმელს სჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.

5) უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

6) თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.

7) თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

8 ) მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის

9 ) როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?

10 ) ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობდენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს.

11 ) სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ.

12 ) თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი.

ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს, გახსოვდეთ ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება !

ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი

🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿🍁🌿

ახალი ინფორმაცია – ივერიის ღვთისმშობლის შესახებ..

გთხოვთ წაიკითხოთ სრულად… ❤️

🔔 ძალიან კარგი ინფორმაცია, ყველას გაგიხარდებათ – რადგან უამრავი თქვენთაგანია ამის მონაწილე….

🖍️ როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომიწრველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით.

🔶 არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

🙏 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მოხდა, ამ ტაძრის აღდგენაში, მთლიანად გამშვენდა კანკელის ხატები და ვფიქრობთ მართლაც ულამაზესია, საოცარი მადლით აივსოს ივერიის ტაძარი.. ! ( ფოტოები, იხილეთ ქვემოთ)

💒 ყველას, ყველას გწირავთ უდიდეს მადლობას, რომ ღთისმშობელმა თქვენით, თქვენი საშუალებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინა წინ ტაძრის აღდგენისკენ

გვწამს გვჯერავს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა და ამ დიდებულ ტაძარში აღდგება წირვა – ლოცვა…

🖍️ ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, სამწუხაროდ გამოსაცვლელი გახდა მთლიანად სახურავი, გადასახური ქართული აგურით და შემდეგ შესაბამისი სახურავი, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

🖍️ ასევე ასაშენებელია სამრეკლო, პარალელურად მიმდინარეობას ტაძრის შუა ტაძარში დაბრძანებული ხატის – ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაწერა, გვსურს ასევე, მამა გაბრიელის ხატის დაწერა. თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.

გთხოვთ დავუდგეთ ტაძრის მშენებლობის გაგრძელებას გვერდით ძალისაებრ ჩვენისა…

👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე ! (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ზემოთ