მამა გაბრიელის საფლავზე ბავშვი განიკურნა

გაუზიარე მეგობრებს

მამა გაბრიელის საფლავზე აღსრულებული სასწაულები

მადლობა და დიდი მადლი მინდა შევთხოვო მამა გაბრიელს, ის ხომ სასწაულია პირდაპირ. მეზობლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ბავშვი სულს ებრძოდა; მას თავის ქალა ქონდა გატეხილი. ოთხი საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვს გაუსივდა სახე და ენა. გონზე ვერ მოიყვანეს. ვიღაცამ მოიტანა მამა გაბრიელის საფლავის კანდელის ზეთი და წაუსვეს დაზიანებულ ადგილებზე. უგონო ბავშვს ჩაასხეს პირშიც. მოხდა სასწაული – ბავშვი გონზე მოვიდა და რამოდენიმე ხანში გამოეწერა საავადმყოფოდან ჯანმრთელი. დიდება უფალო შენ, რათა მოგვივლინე გაჭირვებულთ მხსნელი და ქომაგი. დიდება უფალს!

ჩემმა შვილმა პატარა ნიკოლოზმა ფეხი დაიზიანა და ვეღარ დადიოდა. ბავშვის მოთხოვნით წამოვედით სამთავროს მონასტერში და მამა გაბრიელის საფლავზე დავაწვინეთ. საფლავიდან ავაყენეთ თუ არა ბავშვმა მონასტრის ეზოშივე გაიარა და წმ. ნინოს მაყვლოვანამდე თავისით მივიდა. ამ სასწაულმა ძლიერ გაგვაოცა. რამოდენიმე ხანში ჩემმა უფროსმა შვილმა ალექსანდრემ ფეხი მოიტეხა. ბავშვს ფეხი თაბაშირში ჩავუსვით და მისივე თხოვნით მამა გაბრიელის საფლავზე წავიყვანეთ. რამოდენიმე დღეში ბავშვს თაბაშირე ახსნეს და მეორეჯერ ვიხილეთ სასწაული – ფეხი შეხორცებული იყო. სასწაულმა ყველა გააოცა. მადლობა უფალს.

ზემოთ