სიხარულისათვის – პატრიარქის საოცარი დარიგება
ადამიანის ცხოვრება ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსება, რომელიც მან უნდა განვლოს.
✨ მე მინდა დღეს რამდენიმე სიტყვით სიხარულზე გესაუბროთ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს სიხარულს, თუმცა იგი სხვადასხვაგვარად გვესმის. არსებობს სიხარული ხანმოკლე და მსწრაფლწარმავალი და არსებობს სიხარული სრული და წარუვალი. ამასთან დაკავშირებით მინდა მაცხოვრის სიტყვები შეგახსენოთ. იოანეს სახარების მე-16 თავის 24-ე მუხლში უფალი გვეუბნება: ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს სავსებით იყოს ანუ სრული იყოს. სრული სიხარული მის წარუვალობასა და დაუსრულებლობას გულისხმობს. ამგვარი სრული სიხარულის წყარო ანუ სათავე უფალია, რომელიც სიყვარულია, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს წარმოშვას სრული სიხარული.
🌿 თითოეული ჩვენგანის, ყოველი ქრისტიანის მიზანი ის უნდა იყოს, რომ მისი სახელი არა საკუთარი დამსახურების გამო, არამედ ღვთის მადლითა და წყალობით ზეციურ წიგნში იქნეს ჩაწერილი.
〽️ თქვენ გახსოვთ, რომ როცა მთავარანგელოზი გაბრიელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს გამოეცხადა, მაცხოვრის შობის შესახებ შემდეგი სიტყვებით აუწყა: გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა.
🌿 ყველაზე დიდი ბედნიერება მადლმოსილებაა, ხოლო მადლმოსილი ისაა, ვისთანაც უფალია. უფალთან ყოფნის, მისი სიახლოვის განცდის სიხარულს ვერავითარი სხვა სიხარული ვერ შეედრება.
🌿 რა თქმა უნდა, როგორც მოგახსენეთ, მიწიერი სიხარულიც არსებობს, როგორიც მაგალითად საყვარელი ადამიანის ნახვა და მასთან ყოფნაა, რომელიც გულს სათნოებით ავსებს და შინაგან კმაყოფილებას განგვაცდევინებს, მაგრამ გავა დროს და იგი თითქოს დასრულდება. ასევე მაგალითად, სიხარული სიმდიდრით და კეთილდღეობით გამოწვეული, მეტისმეტად ხანმოკლეა და წარმავალი, რადგან წარმავალია მისი საფუძველიც.
🌿❤️ ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისათვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.
🖍️ როცა ჩვენ იმ უდაბნოში მივდივართ, რომელსაც ამქვეყნიური ცხოვრება ჰქვია, ერთმანეთის დახმარებისათვის ძალა და ენერგია არ უნდა დავზოგოთ და ერთმანეთი უნდა გავახაროთ.
🌿 ღმერთმა დაგლოცოთ და თქვენ და სრულიად საქართველოს მოგანიჭოთ სრული სიხარული, რომელიც ჩვენს ერს უფალთან მიიყვანს, ამინ!
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
✨❤️✨❤️✨❤️✨❤️✨❤️✨❤️✨❤️✨❤️✨
საქველმოქმედო ინფორმაცია – გთხოვთ გაეცნოთ სრულად.
👉💫 სამწუხაროდ, ტაძრის აღდგენა უსახსრობის გამო ვერ სრულდება, რადგან სამწუხაროდ მთლიანად გახდა სახურავი შესაცველი და გადასახური ქართული აგურით, რაც ერთიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
💫 წლებია ღვთისმშობლის ტაძარი თითო ლარით შენდება, სწირავენ დედაღვთისას და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას ყველას მის შემწეს.. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
გთხოვთ დავუდგეთ ტაძრის მშენებლობას გვერდით, თუნდაც ერთი ლარით..
💫 რაც შეეხება ტაძრის შიდა ნაწილს – აქ ძირითადი სამუშააოები მორჩენილია ( კედელი, ჭერი, იატაკი, კანკელი, ტრაპეზის ქვა, საკურთხეველი, ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები ) ასევე მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.
👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
გზავნილზე მიწერეთ საქართველოს საიმედო
ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.
ხატების ჩაბრძანება მოხდება სხვა ხატების სრულად დასრულების შემდეგ..
.