პატრიარქი ილია მეორე – უკვე რამდენი წელია, ვსაუბრობ, გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია

გაუზიარე მეგობრებს

პატრიარქის საოცარი დარიგება – შეგონება.

🙏 “უკვე რამდენი წელია, ვსაუბრობ, გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს; როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, მის ცოდვებს თავის თავზე იღებს და იმძიმებს საკუთარ ცოდვებს… ”

თქვენ თუ ყურადღება მაიქციეთ, ჩვენი წინაპრები გამოირჩეოდნენ თავიანთი სიბრძნით, ბრძენი ხალხი იყო, ბრძნული გამონათქვამები ჰქონდათ. ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. არის კიდევ ასეთი ლათინური გამოთქმა: Nosce te ipsum – „შეიცანი თავი თვისი“. თანამედროვე ადამიანი შეცნობას იწყებს არა თავისი თავიდან, არამედ სხვა ხალხიდან და შეიცნობს უარყოფით მხარეებს, უარყოფით თვისებებს.

👉 პავლე მოციქული ამბობს: „არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. ის ასევე ამბობს, რომ „ცოდვილთაგან პირველი მე ვარო“.

🙏 წარმოიდგინეთ, პავლე მოციქული ამბობს, რომ ცოდვილთა შორის პირველი მე ვარო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ წმინდანები, უცოდველები ვართ და სხვები ცოდვილნი არიან, განვიკითხავთ მათ.

📓 ღირსი მამა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განიკითხვად ძმისა ჩემისა“. ვასრულებთ ჩვენ ამას?! – ჩვენ განვიკითხავთ სხვას.

უფალი ბრძანებს: „რომლითა საზომითაც თქვენ ზომავთ, იმ საზომითვე მოგიძღვნით ღმერთი მოსაცემელს“.

❓ რა უნდა გავაკეთოთ?! – უნდა ჩავიხედოთ ჩვენი გულის სიღრმეში, უნდა დავინახოთ ჩვენი თავი და დავადგეთ გამოსწორების გზას. „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდევთა მათ ჩვენთა“, – ბრძანებს უფალი.

🙏 ადამიანი სულიერად უნდა განიწმინდოს, დაუტევოს განკითხვა და შეუდგეს სულიერ აღმავლობას. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება – ლოცვა, მარხვა, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არასაკმარისად.

ღმერთო, მოგვანიჭე ჩვენ „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!“

👉 აი, ამდენი წელია, ვსაუბრობთ ამის შესახებ, ამდენი წელია, გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს; როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, მის ცოდვებს თავის თავზე იღებს და იმძიმებს საკუთარ ცოდვებს.

🙏 წმინდანებს ეკითხებოდნენ: რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვცხონდეთ? წმინდა მამები პასუხობდნენ: „ილოცეთ და იშრომეთ“. ჩვენც უნდა შევასრულოთ ეს, უნდა დავინახოთ გაჭირვებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენ გარშემო, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამსახურში, ჩვენს ხალხში.

🌾 არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი, მათ შორის – სასულიერო პირებიც, მეც მათ შორის. მე მითქვამს თქვენთვის, რომ ის ცოდვები, რომლებიც ადამიანს ახასიათებს, მახასიათებს მე. ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმე ცოდვად – პატრიარქი წმინდა უნდა იყოსო, მაგრამ ადამიანი უცოდველი არ შეიძლება იყოს. ადამიანს ან გონებაში, ან საქმეში ცოდვა ახლავს, მაგრამ როცა აქვს მას „განცდაი თვისთა ცოდვათა“, ღმერთი პატიობს ამ ცოდვებს და ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით.  თავს წმინდანებად მიიჩნევენ, სხვებს – ცოდვილად.

🙏 შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გაგვიხსნას გონება, დავინახოთ ჩვენი თავი, ჩვენი ცოდვები და ავიდეთ ამ სრულყოფის კიბეზე.

🙏 წყალობა და მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენს ოჯახებში, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. წყალობა და მადლი ღვთისა იყოს განმწმენდელი ცოდვებისაგან ჩვენი ხალხისა

პატრიარქი ილია მეორე 🙏

🌾👏🌾👏🌾🌾👏🌾👏🌾👏🌾👏🌾👏🌾👏

საქველმოქმედო ინფორმაცია..

გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე….

სამწუხაროდ ტაძრის აღდენა ბოლომდე ვერ სრულდება, რადგან საჭირო გახდა სახურავის მთლიანად გამოცვლა, რაც დიდი თანხებთან არის დაკაშვირებული.

როგორც იცით მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძარის აღდგენა.
წლებია ხალხი, თითო ლარებით ცდილობენ აღადგინონ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. საოცარია, რომ ტაძრის ძირითადი შემომწირველები არიან, ისეთი ადამიანები, რომელთაც თითონაც არ ულხინთ, თუმცა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, დედაღვთისას სწირავდნენ და ღვთისმშობელიც არ აყოვნებდა მათ მიმართ წყალობას, სიყვარულს და დედობრივ ზრუნვას..

მადლობა ყველას ვინც მუდამ გვერდში უდგას ტაძარს და ეწევა თუნდაც 1 ლარით… თქვენი წყალობით ბევრი რამ გაკეთდა ტაძარში, თუმცა გასაკეთებილი ჯერ კიდევ ბევრია, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული..

ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა.

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით..

ზემოთ