სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მიმართვას ავრცელებს – 04.10.2021

გაუზიარე მეგობრებს

⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა. 05.10.2021

✨ მასწავლებლის დღე მინდა მივულოცო პედაგოგებს, ამ უმნიშვნელოვანესი  და ფრიად საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს.

🔸 იყო კარგი აღმზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გასდო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო.

🔸 დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა.  ამდენად, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა.

🔸 დღეს თქვენ, – ზოგიერთი პედაგოგი  და ბევრი სხვაც, – შეიძლება ვერც აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქვეყნის ცხოვრებაში. თქვენი სახელი და ღირსება ამიტომაც უნდა იყოს სათანადოდ დაცული და დაფასებული. თუმცა, აუცილებელია ისიც, რომ ამ საქმიანობას თავის პროფესიაზე შეყვარებული, ღირსეული ადამიანები  ემსახურებოდნენ.

✨ მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო უცხოეთში, ჩვენს დიასპორებში, მოღვაწე პედაგოგებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულს უნერგავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს პატარებს. ისინი, ფაქტიურად, თავის თავში საქართველოს მოიცავენ და, საგანთან ერთად, ბუნებრივად, სამშობლოსმცოდნეობასაც ასწავლიან აღსაზრდელებს.

🔸 მე ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი პედაგოგები გაერთიანდით  და შექმენით მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია. თქვენ ყველანი ჩვენი დიდი იმედი ხართ. ერთობით ხომ გაცილებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

✨ კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ მასწავლებლის დღეს და  გლოცავთ!

✨ ღმერთმა გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, მოგცეთ უშრეტი ენერგია და სიყვარული, რათა თქვენი მოვალეობის ღირსეული აღმსრულებელნი იყოთ.

✨ ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი მომავალი.

⛪ ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

➡️ 5 ოქტომბერი, 2021 წელი

❤️🙏❤️🙏❤️🙏❤️🙏❤️🙏❤️🙏❤️🙏❤️🙏

საყურადღებო ინფორმაცია

გთხოვთ, გაეცნოთ სრულად…. 👇

გაუთვალიწინებელი მიზეზთა გამო, სამწუხაროდ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისთვის საჭირო გახდა, მთლიანად შეცვლა სახურავის, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ასევე მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში

როგორც იცით მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. პერიოდულად გაწვდით ინფორმაციებს ტაძრის შესახებ, იქ გაკეთებული საქმეების მიხედვით. ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები.

ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ.

ზემოთ