ყოველი დღე გვაახლოვებს ჩვენ მეორედ მოსვლას – დღევანდელი ქადაგება

გაუზიარე მეგობრებს

„ჩვენთან არს ღმერთი!

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!

გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს; ბზობა –  ეს არის დიდი ზეიმი, სიხარულის, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ.

დღეს აგრეთვე არის დღესასწაული ქართული ენისა, გილოცავთ ამ დღესასწაულებს. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლას. მეორედ მოსვლა გარდაუვალია.

„მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი“. აი, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, გზა, რომელიც მიდის სასუფეველში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს.

ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები. ნუ შეგეშინდებათ! მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული: „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი… ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“.

მადლი ღვთისა, წყალობა და კურთხევა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

⛪  ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
➡️  25 აპრილი, 2021 წელი

🌿🕊️🌿🕊️🌸🌺💮🌸🌺💮🌿🕊️🌺🌸💮

საქველმოქმედო ინფორმაცია  👇❤️

როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს  ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )

ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები  ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში…

შესაწირი ტაძრისთვის

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ასევე –

GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

ზემოთ