წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა,რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ.

გაუზიარე მეგობრებს

წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა,რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ.

🖍️ ეს უდიდესი წმინდანი უფალს მადლობას სწირავს იმ მოთმინებისთვის, რაც წამების ჟამს მომადლა და ითხოვს ცოდვათა მიტევებას, მის მწამებელ წარმართთა შენდობას და რაც ყველაზე საოცარია – უფალს სთხოვს მომადლოს მის ძვლებს მადლი, რათა ყოველი კაცი, რომელიც მიეახლება მის ძვლებს, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა.

ეცადეთ, გამონახოთ დრო და წაიკითხოთ ეს საოცარი ლოცვა

 ამ დღეს არავინ დარჩეთ მადლის გარეშე – ამიტომ გიორგობის დიდებული დღესასწაულისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი წირვაზე მოხსენებისთვის, ასევე 23 ში საღამოს სავედრებელ პარაკლისზე,  დღესასწაულზე განსაკუთრებული ძალა აქ ლოცვას, ეს არის ლოცვის და მოწყალების დღე, ამიტომ ყველას შეგიძლიათ მოგვწეროთ მოსახსენებელი, რათა მივიღოთ ამ დიდებულ დღეს მადლი, წმინდა გიორგი არავის დაგტოვებთ წყალობის გარეშე

სურვილის შემთხვევაში, კი შეგიძლიათ გაიღოთ შესაწირი, დედაღვთისმშობლის დიდებული ტაძრისთვის და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახის სახელზე, დედაღვთისმშობელი არავის დაგტოვებთ წყალობის გარეშე, დღესასწაულზე განსაკუთრებული მადლის მომტანია მოწყალება

სახელები მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – დააწერეთ ” გიორგობას ”

ლოცვა წმინდა გიორგისადმი

💒 უფალო ღმერთო ჩემო, რომელი ხარ შემოქმედი ყოველთა საუკუნეთაი, რომლისა მიმართ მოვივლტოდე სიყრმით ჩემითგან, რომელი უწინარეს თხოვისა მისცემ ნიჭთა შენთა მოყუარეთა შენთა, ყოვლად ძლიერო და სახიერო და კეთილო ქრისტეანეთა სასოებაო და უტყველო მონათა შენთაგანთა აღთქმაო, რომლისა-ეგე დიდებაი გამოუთქმელ არს და სუფევაი დაუსრულებელ, შენ, უფალო, ისმინე ჩემი, რომელმან მომმადლე მე ღვაწლსა ამას წამებისასა ვიდრე აღსასრულამდე სრულყოფაი და ტანჯვათა შინა მოთმინებაი. აწცა, სახიერო, შეიწყნარე სული ჩემი და იხსენ იგი ეშმაკთა მათგან განმკითხველთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა, და სათნოთა შენთა თანა შემრაცხე მე და შეუნდვე წარმართთა ამათ, რაოდენიცა რაი ძლიერი ყვეს ჩემდა მომართ და ნეტართა მათ მონათა შენთა, რომელნი-იგი სახელისა შენისათვის იწამნეს, და განანათლენ ესენი ცნობითა ჭეშმარიტებისა შენისაითა, რამეთუ ყოველთა კაცთა გნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.

💒 მოხედე, უფალო, სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მომმადლე თხოვაი ესე ჩემი, რომელსა ვითხოვ შენგან, რამეთუ ვინაითგან მრავალნი ვლიან, რათა მიიღონ ძვალთა ჩემთაგან, ამისთვის შეუვრდები მოწყალებასა შენსა. მოეც, უფალო, მადლი ძვალთა ჩემთა, რათა ყოველი კაცი, რომელი სარწმუნოებით იხილვიდეს და შეიმთხვევდეს, მოაქვნდეს მას მადლი და კურთხევაი და შენდობაი ცოდვათაი. და უკეთუ ვინმე ჩვენებასა იხილვიდეს ანუ დგეს საშჯელსა შინა საშინელსა და მოიხსენოს სიმდაბლე ესე ჩემი, ყავ განთავისუფლებაი მისი, თვინიერ ჭირისა და განსაცდელისა.

💒 და რაჟამს მოიღრუბლოს ცათა სეტყვად ქვეყანისა და მოიხსენონ მუნ მდგომარეთა წამებაი ესე ჩემი, ნუ მივალნ ადგილსა მას ჰაერი მავნებელი, არამედ ცვარი მშვიდობისაი იყავნ საკურნებელად მათა. უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი-იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გვეწეოდეს ამ უდიდესი წმინდა ადამიანის ლოცვა და მადლი

📢

ასევე გთხოვთ, ნუ მივატოვებთ ღვთისმშობლის სავანეს , ის ჩვენ შემწეობას ელოდება

👇✨ ამ სიტყვებით ხშირად მოგმართავთ, ალბათ, ერთ წელზე მეტია ვითხოვთ შემწეობას ჩვენი ზეციური დედოფლის ტაძრისთვის, უამრავი ადამიანი გვეხმაურება და სწირავენ ტაძარს, რაც შეუძლიათ, საოცარია რომ დღემდე არ გამოჩნდა ისეთი შემომწირველი, რომელიც სრულად დააფინანსებდა ტაძრის სრულ რეაბილიტაციას.

✨📿 ესეც სასწაულია, რადგან ღვთისმშობელს სურს, რომ ეს იყოს ტაძარი, რომელიც მთლიანად იქნება ხალხის მიერ შემოწირულობით აშენებელი, რომელთაც არ აქვთ დიდი საშუალება, თუმცა მთელი გულით სწირავენ დედაღვთისას და გვწამს, რომ ღვთისმშობელიც არ აყოვნებს მათ მიმართ დედობრივ მზრუნველობას..

👇 მართალია ნელნელა, თუმცა საოცრად მშვენდება ტაძარი და გვწამს, რომ თქვენი დახმარებით, ბოლომდე მივიყვანთ ტაძრის გამშვენებას, კვლავაც გთხოვთ შემწეობას და ასევე ყველას ვისაც საშუალება გექნებათ, მოდით და პირადად ნახეთ ეს საოცრად თბილი და მადლიანი ტაძარი, გვჯერა, რომ თითოეული ლარი, რომელსაც სწირავთ ღვთისმშობელს, თქვენ და თქვენს ოჯახებს სიკეთით დაუბრუნდება

ყველამ, ვინ კი შეეწევით ამ ტაძარს მოგვწერეთ მოსახსენებელი, რათა ჩვენის მხრიდანაც გამოვხატოთ მცირედი მადლიერბა და მოგიხსენიოთ საღვთო ლიტურგიაზე, რომელიც არის ყველაზე დიდი მადლი დედამიწაზე.

სახელები მოგვწერეთ ნომერზე 579 23 63 09 ან პირად შეტყობინებაში… ( მათ შორის გიორგობას )

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

GE43CD0360000024322537 – კრედო

დანიშნულება: ” ღვთისმშობლის ტაძარი ”

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

იგივე ანგარიშებზე ირიცხება, ევროში და დოლარში

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინზე ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

ზემოთ