ხვალ, სამარიტელის კვირაა – ეკლესია სახარებიდან ერთ საოცარ ამბავს იხსენებს.

გაუზიარე მეგობრებს

სამარიტელის კვირა – საუბარი ცოდვილ დედაკაცთან.

ხვალ ეკლესია სახარებიდან ერთი საოცარ ამბავს იხსენებს, ამბავი რომელიც შეეხება უფლის საუბარს ცოდვილ დედაკაცთან.

🌿 უფალი მიდის სამარიაში რათა იქ სახარების პირველი მარცვლები დაეთესა,
იუდეველები მტრობდნენ სამარიტელებს. უარს ამბობდნენ მათთან, ურთიერთობაზე, დაუშვებლად მიაჩნდათ მათთან ერთად არათუ ღვინის, წყლის დალევაც კი.

🌿 და აი, უფალი მივიდა სამარიაში და დაჯდა ჭის მახლობლად, ამ დროს მოვიდა სამარიტელი ქალი ჭიდან წყლის ასაღებად და უფალმა მას სთხოვა წყალი.
გაკვირვებულმა ქალმა მიუგო: ,,შენ იუდეველი ხარ და მე, სამარიელს, როგორ მთხოვ წყალს? რა საერთოა ჩვენს შორის?“
იესომ მიუგო: შენ რომ იცოდე, თუ ვინ გთხოვს წყალს, პირიქით, ჩემგან ითხოვდი ცხოველსმყოფელ, სიცოცხლის მომნიჭებელ წყალს, რომელიცაა საღმრთო ჭეშმარიტება, რასაც ყოველი ადამიანის სულის წყურვილის დაურწყება შეუძლია.

🌿 მაცხოვარი ცდილობს, სამარიტელი ქალის გონება, ზეცად აღამაღლოს და განაგრძო: წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, რადგან წყალი, რადგან ეს წყალი იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.

🌿 რა არის ეს ცხოველი წყალი, რომელსაც უფალი სამარიტელ დედაკაცს სთავაზობს? –

ეს არის სახარება, უფალ იესო ქრისტეს ქადაგება, მოძღვრება, რითაც საუკუნო ხსნას იღებს ყოველი ადამიანი.
რა თქმა უნდა, ქალი ვერ მიხვდა, თუ რა წყალზე ესაუბრებოდა მაცხოვარი, მისი გონება ისევ მატერიალური ჭის წყლისკენაა მიმართული და პასუხობს: ბატონო, სათლიც (წყლის ჭურჭელი) არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი?

🌿 აქ უკვე უფალს საუბარი სხვა თემაზე გადააქვს და ეუბნება, რომ დაუძახოს თავის ქმარს. ამით იგი ცდილობს, ცოდვის განცდა გამოიწვიოს ქალში და მისი გონება ამქვეყნიურ ფიქრს განარიდოს, რადგან იგი არაკანონიერი ქორწინებით ცხოვრობდა და უკვე მეხუთედ იყო გათხოვილი. სამარიტელმა მიუგო, რომ ქმარი არ ჰყავს. იესომ დაუდასტურა და ისიც დასძინა, რომ ეხლანდელის გარდა მას ხუთი ქმარი ჰყავდა, რითაც მიახვედრა ის, რომ გულთამხილავია.

🌿 უფლის მოულოდნელმა პასუხმა შესძრა ქალი, რადგან მისი ცხოვრების ყველაზე დაფარული საიდუმლო უთხრა. დედაკაცი მაშინვე მიხვდა, რომ მასთან მოსაუბრე არაჩვეულებრივი ადამიანია და მაშინვე ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა: ,,უფალო, ვხედავ, რომ წინაწარმეტყველი ხარ, ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია უფლის თაყვანისცემის ადგილი?“ანუ, სად უნდა ვცეთ თაყვანი ღმერთს, ვინ არის მართალი, სამარიტელთა მამები თუ იუდეველები.
უფალი უქადაგებს ჭეშმარიტებას და ბოლოს გაუმხელს რომ ის არის მხსნელი სოფლისა – მესია.

🌿 გახარებული სამარიტელი დედაკაცი ივიწყებს, თუ რისთვის არის მოსული იაკობის ჭასთან და ქალაქში მიიჩქარის, რათა ყველას შეატყობინოს უფალთან შეხვედრისა და საუბარის ამბავი და მთელი ქალაქი მოიყვანოს მაცხოვართან.

🌿 გარდამოცემის მიხედვით, სამარიტელმა დედაკაცმა და მისმა ოჯახმა მიიღო ქრისტეს რწმენა და შედგომში ეწამნენ კიდეც ქრისტეს სარწმუნოებისათვის.

🌿 შეგვეწიოს ყველას სამარიტელი დედაკაცის ლოცვა, მოგვცეს უფალმა გული გონიერი, რათა შევიცნოთ უფალი და ვიხაროთ მისით

🌿❤️💮🕊️🌼🌸☘️🌱💙🌿🌼🌺🌲🟢🌿💚

საქველმოქმედო ინფორმაცია

როგორც ბევრმა უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, ეს ტაძარი წლებია სასწაულებრივად, თითო ლარებით შენდება და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას მისი ტაძრის შემწეს  ( დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში – “ქველმოქმედება” )

ვინც შეეწევა ტაძარს, მოგვწერეთ ოჯახის წევრების სახელები  ნომერზე – 579 23 63 09 ( ან საქართველოს იმედის ფეისბუქ გვერდზე) და მოხდება მოხსენება, ტაძრის შემომწირველთა მოსახსენებელში

შესაწირი ტაძრისთვის

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება – ივერიის ღვთისმშობელი

აპარატიდან პირადი ნომრით: 59801134216

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეათიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათგადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე. ( გახსენით ლინკი)

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ასევე –

GE32BG0000000699979200USD
GE32BG0000000699979200EUR

ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

ზემოთ