ხვალ, უძღები შვილის კვირა, დაბრუნება ღმერთთან – უძღები შვილის ფიქრები

გაუზიარე მეგობრებს

20 თებერვალს არის უძღები შვილის კვირა ანუ დაბრუნება ღმერთთან. გამოყავით დრო და წაიკითხეთ სრულად ❤️

უძღები შვილის ფიქრები….

ეს არის საოცარი დღე, დღე რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს საკუთარ ცხოვრებას..
თითოეული ჩვენგანი არის უძღები შვილი.
შვილი, რომელსაც მუდამ ელოდება მოწყალე ღმერთი.

უფალმა ყველაზე ძვირფასი გაიმეტა ჩვენთვის – საკუთარ ძეებად გვაქცია, გულში ჩაგვიკრა. ყველაზე ძვირფასი სახლის კარი გაგვიღო, მაგრამ ჩვენ მაინც მივატოვეთ.
მივატოვეთ იმ იმედით რომ უკეთეს ვიპოვიდით. უკეთესათ ვიცხოვრებდით.
ვიპოვიდით ბედნიერებას ,,სხვაგან”.
წამოვედით…

ვაკეთებდით იმას რაც გულს ახარებდა, რაც თითქოს შვებას აძლევდა ჩვენს სულს.
დრო გადიოდა… მაგრამ რა ხდება?
თითქოს ისე აღარ იყო, როგორც უწინ, გული უფრო და უფრო მწუხარებას გრძნობდა.
სულში შავი ღრუბელი ბინდდებოდა.
თითქოს ჰაერი აღარ გვყოფნიდა.
გაგვახსენდა ის დრო როცა უფალთან ვიყავით. გვახსენდებოდა როცა მზრუნველი მამა გვფარველობდა.
ცრემლები მოგვადგა…
სულმა მამას დაუწყო ძებნა… გაგვიჭირდა…

გაგვიჭირდა და მამასთან მოგვინდა.
მაგრამ რა ვუთხრათ? რით ავხსნათ ჩვენი უმადურობა? ნეტავი რას გვეტყვის, ან ჩვენ რას ვეტყვით?
გული თრთთოლავდა…
გული გამუდმებით იმეორებდა:

,,ვცოდე მამაო, ვცოდე მამაო”

და აი ფიქრებში გართულნი მივედით მამის კარებთან, შეშინებულნი, უიმედონი.

ეზოში ვიღაც დგას.
ეს რა ხდება, ვის ელოდება ასე მოუთმენლად?

ჰოი საოცრებავ, ეს მამაა ჩვენი, გულში გვიხუტებს, ძეეობას გვიბრუნებს, ლხინს გვიმართავს. უკან დარჩა ყველა ჩვენი განცდა, ყველა ჩვენი ტკივილი.
მამას საყვარელი ძე დაუბრუნდა.
დაკარგული კრავი მივიდა მასთან.

აი, ასე ვართ ყველა.
ყველა ჩვენთაგანი არის უძღები შვილი.
მაცხოვარი მივატოვეთ..

მაგრამ საოცარია განგება და სიყვარული ღვთისა, ის როგორც პატარა ბაშვი დედას, ისე გველოდება. გველოდება გამუდმებით.
გველოდება ყოველ კვირა, ყოველ დღე, ყოველ წამს…..

❓ რამდენი ჩვენი ახლობელი, მეგობარი, ოჯახის წევრი, დადიოდა ეკლესიაში.
მაგრამ სად არიან ისინი?
სად წავიდნენ?

უფალი მუდამ გზაზე დგას და ელოდება როდის გამოჩნდება დაკარგული შვილი.
ის მზათაა ყველაფერი გვაპატიოს, ოღონდაც მასთან ვიყოთ.

მგონი მოვიდა დრო, დავუბუნდეთ მამის წიაღს და ერთად შევღაღადოთ სიყვარულის ღმერთს:

,,ვცოდე მამაო, წინაშე შენსა და არღარა ღირს ვარ ძედ წოდებად”.

სინანულია საფუძველი და გასაღები ყოველგვარი სიკეთისა და, რაც მთავარია, ცხონებისა.

ღმერთმა ყველას გვყოს ძედ თვისად წოდება..მრავალს დაესწარით

✨⚡✨⚡✨⚡✨⚡✨⚡✨⚡✨⚡✨⚡

ყველას, რომ გვიყვარს, ყველას, რომ გვახარებს, ყველას რომ გვეხმარება – ნახეთ ახალი ინფორმაცია მამა გაბრიელის ხატის შესახებ – 19.02..2022

როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა, ტაძარი მთლიანათ თქვენი წყალობით მშვენდება..
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება და ნელნელა ვახერხებთ ტაძრის გამშვენებას.

🙏⛪ ახლა გვსურს დავაწერინოთ ჩვენი დიდი მეოხის, ყველას რომ გვახარებს, ყველას რომ გვეწევა, – მამა გაბრიელის ხატი, თავისი კიოტით, გთხოვთ შეძლებისდაგვარათ მიიღოთ ხატის დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და მამა გაბრიელს შევავედროთ ჩვენი ოჯახების კეთიმდღეობა.

👉 ყველა, ვინც კი თუნდაც ერთ ლარს გაიღებს ხატისთვის და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი გულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები და მოვიხსენიებთ ხატის შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: მამა გაბრიელის ხატისთვის

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ზემოთ