21 მაისს, სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა

გაუზიარე მეგობრებს

ეცადეთ, ყველამ წაიკითხოთ სიყვარულის მოციქულზე…. ♥️

21 მაისს, სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის – წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.

ის იყო კაცობრიობაში პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები, სიტყვები, რომელზეც დაფუძნებულია მთელი ჩვენი სარწმუნოება, სიტყვები, რომელნიც მთელი სისრულით მოგვითხრობენ უფალის შესახებ. ,,ღმერთი სიყვარული არს” – ამ სიტყვებმა იჭექა მთელ სამყაროში, ამ სიტყვებმა დაბადეს ახალი ადამიანი, ამ სიტყვებმა შეცვალა მთელი კაცობრიობა, ითქვა აქამდე არ ნახული, არ გაგონილი სიტყვები, რომელიც აღწევს ყველა ადამიანის გულში.

🌺 მთელი რჯული სიყვარულით აღესრულება, ყოველივე ხარობს სიყვარულით, სიყვარული აერთიანებს, სიყვარული ამშვენიერებას, სიყვარული უკვდავყოფს ყოველივეს. ის იყო უფლის ერთგული მოწაფე, რომელსაც ხშირად ვნახავდით პატარა ბავშვივით, უფლის მკერდზე მიყრდნობილს, რომელიც საყვარელი მოძღვრისგან სითბოსა და სიყვარულს იღებდა.

🌺 როდესაც უფალმა მოწაფეებს უთხრა, მივდივარ იერუსალიმში, სადაც ტანჯვა და წამება მელოდება, იოანე ბავშვური გულწრფელობით დანაღვლიანებული შეეხვეწა, რომ არ წასულიყო იქ.

🌿 წმინდა იოანე არის აგრეთვე ერთგულების, სიმამაცის მოციქული, ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდა. უფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა – ჩააბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ – სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს

მან, მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა

🌿 მისი დაწერილი სახარება ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცემს უფლის ცხოვრებას, უფლის სიდიადეს, მის ღვთაებრიობას. სიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამდენიმე დღის შედმეგ, როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად ხორცით აღვიდა ზეცაში.

ლოცვა 🕊️  – ” ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.”

ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი, მოგვწერეთ სახელები ( ცოცხალთა) და შეძლებისდაგვარად ვეცდებით მოვიხსენიოთ ხვალ წირვაზე – იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. ( სახელების მოწერა შეუძლია ყველას, ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე )

♥️👇♥️👇♥️👇♥️👇♥️👇♥️👇♥️👇♥️👇♥️

გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და დაგვეხმაროთ  გაავრცელებაში…..

🙏 გთხოვთ შევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, სამწუხაროთ, ვერ ვახერხებთ მასალების სრულად ყიდვას, რომ დავიწყოთ ტაძრის სრული რეაბილიტაცია.

როგორც, იცით მიმდინარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.
არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
თქვენი წყალობით, ტაძარში უამრავი რამ კეთდება

თუმცა, სამწუხაროდ ტაძრის გარე სამუშაოები, საკმაოდ დიდ, ერთიან თანხებთან არის დაკავშირებული, ეს არის ტაძარი, რომელსაც არ ჰყავს დიდი შემომწირველი და შენდება თითო ლარებით, თითოეული ლარი ძვირფასია ტაძრის აღდგენის გზაზე.

⛪ ახლა მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ აღდგენა, დასაწერია ასევე უამრავი ხატი, შესაძენია საეკლესიო ინვენტარი

♦️ პარალელურად დაიწყო ჩვენი ბერი გაბრიელის ხატის დაწერა, ასევე გთავაზობთ ნიმუშს, თუ როგორი იქნება მისი კიოტი… ( ქვემოთ 👇 )

თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ხატთა დაწერაში მონაწილეობა, თუნდაც ერთი ლარით და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახის სახელზე.

ამ ეტაპზე იწერება – ბერი გაბრიელის, ივერიის ღვთისმშობლის, აღდგომის ხატის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნინოს, გვსურს ასევე სიკეთის დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის ხატის დაწერა. )

ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის შემომწირველთა სახელზე. ( მათ შორის ხვალინდელი წირვისთვის ) 

სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.!

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE24BS0020000011645618 – ბაზის ბანკი

დანიშნულება: ( ივერიის ღვთისმშობელი – ან ხატისთვის )

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის და gofund – ის ლინკზე ! ( გახსენით ლინკი ) (გზავნილზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე )

https://paypal.me/saqartvelosimedi?country.x=US&locale.x=en_US

https://gofund.me/86f2e7bc

🖍️ ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ზემოთ