31 აგვისტოს ყოველთა დედოფალის – “პანტანასას” ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია

გაუზიარე მეგობრებს

31 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის
„ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“) ხსენების დღეა.

ამ ხატს, განსაკუთრებული მადლი აქვს შეეწიოს დაავადებულებს.
ყოველთა დედუფლის ხატის ასლი, დავანებულია ავჭალის „პანტანასსა” დედათა მონასტერში, სადაც მომლოცველთ საშუალება აქვთ მიეახლონ ამ დიდ სიწმიდეს.

ბევრი ადამიანი იკურნება ამ ხატთან რწმენით მიახლებულნი!
დედა ღვთისმშობელმა მისდამი მვედრებელთ მოგმადლოთ კურნება!

ტროპარი:

სიხარულისმომნიჭებელითა პატიოსნითა ხატითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ყოველთა დედუფალო, სურვილით მეძიებელნი მადლისა შენისანი; გამოგვიხსენ შენდამი მოლტოლვილნი ფათერაკთაგან, გარეშეზღუდე ყოველთა განსაცდელთაგან სამწყსო შენი, მარადის მხმობელი შემწეობისა შენისადმი.

ლოცვა:

სურვილითა მხურვალითა მეძიებელნი მადლისანი, სახარულევანისა, პატიოსნისა დედუფლისა ყოველთასა, გვაცხოვნენ ღვთისმშობელო გვიხსნენ განსაცდელთაგან,შენდა მოლტოლვილნი ყოველნი დაიცევ სამწყსო შენი ზედამოსვლათაგან, მარადის მვედრებელი მეოხებისა შენისა.

შეგეწიოთ “ყოველთა დედოფლის-პანტანასას” სასწაულთმოქმედი ხატის ძალა.

🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿💛🌿

საქველმოქმედო ინფორმაცია. 👇🙏💚

გთხოვთ სრულად გაეცნოთ ინფორმაციას..

🌸 ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს ჩვენი შემწეობა სჭირდება, ტაძრის აღდგენაში უამრავი თქვენგანი იღებს მონაწილეობას.თქვენი  წყალობით და ღვთისმშობლის კურთხებით ბევრი რამ კეთდება, უკვე  გამზადდა და ჩაყენდა აღსავლის და სადიაკვნე კარები, ასევე იწერება მათთვის შესაბამისი ხატები, ნელნელა მშვენდება ტაძარი..

🙏 ასე ნელნელა ღვთისმშობლის კურთხევით მივდივართ ტაძრის აღდგენისაკენ, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თქვენს გარეშე კი ვერ შევძლებთ ტაძრის ბოლომდე აღდგენას. ყველას გთხოვთ თანადგომას, ძალისაებრ თქვენისა ❤️ ღვთისმშობელი არავის დაგტოვებთ წყალობის და  დედობრივი ზრუნვის  გარეშე..

🙏 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

ყველას გულით გიხდით მადლობას გვერდში დგომისთვის

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ასევე –
ტაძარი მდებარეობს სოფელ მეჯვრისხევში

გაგახაროთ და აღგავსოთ მადლით

ზემოთ