7 ოქტომბერს არის ხსენება წმიდისა პირველმოწამისა და მოციქულთასწორისა თეკლასი.
👉 პირველმოწამე თეკლა I საუკუნეში ცხოვრობდა. იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და მოღვაწეობდნენ
უფლის მოციქულები. წმიდა თეკლა განსაკუთრებით დაახლოებული იყო პავლე მოციქულთან და სწორედ მისგან იღებდა ლოცვა-კურთხევასა და დარიგებებს. იგი სილამაზით გამოირჩეოდა, რის გამოც მრავალს მისი ცოლად შერთვაც სურდა, მაგრამ წმდია თეკლას გადაწყვეტილი
ჰქონდა, თავისი ცხოვრება უფლისათვის შეეწირა.
🌿 თეკლას მშობლებს უნდოდათ, თავიანთი შვილისათვის კარგი საქმრო
ეშოვნათ და ფიქრობდნენ, რომ თეკლას ბედნიერი ოჯახი ექნებოდა. წმიდანს კი ზეციური გვირგვინი სურდა და ღვთის სასუფეველს ნატრობდა. იმდენად დაიძაბა ურთიერთობა მშობლებსა და თეკლას შორის, რომ დედამისმა შვილის სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვა, იგი კოცონზე უნდა დაეწვათ.
🌿 წარმოიდგინეთ, რამდენად უნდა გაბოროტდეს მშობელი, რომ
ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. იმ დროს, როცა დედამისი უყურებდა, მისივე თხოვნით როგორ აჰყავდათ კოცონზე თავისი შვილი, იხილა, რომ თეკლას ცეცხლი არ მიჰკარებია. იგი მას შარავანდედივით შემოევლო გარშემო და უვნებელი დატოვა. ეს საოცარი სასწაული იყო.
🌿 ამის შემდეგ მას კიდევ მრავალი ტანჯვა შეამთხვიეს, თეკლამ კი ყოველივე აიტანა. მისი ცხოვრების მთავარი მიზანი სახარების ქადაგება იყო. ამიტომ ეწოდება მას მოციქულთასწორი.
〽️ ბოლოს, იგი უკვე 90 წლის იყო, როცა კვლავ მოინდომეს მისი წამება. თუმცა დევნილმა წმიდანმა კლდეს მიაშურა, რომელიც უეცრად შუაზე განიპო, მასში შევიდა თუ არა თეკლა, კლდე დაიხშო. აი, ასე აღესრულა ეს დიდი წმიდანი. მთელი მისი ცხოვრება უდიდესი სასწაულია და ნიშანი იმისა, რომ ღმერთი მუდამ მასთან იყო და მარად იფარავდა. ხშირად ილოცეთ მის წინაშე.
შეგეწიოთ ყველას, მისი მადლი, წყალობა გაიხარეთ.
🌿✨🌿✨🌿✨🌿✨🌿✨🌿✨🌿✨🌿🌿✨
საყურადღებო ინფორმაცია
გთხოვთ, გაეცნოთ სრულად…. 👇
გაუთვალიწინებელი მიზეზთა გამო, სამწუხაროდ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისთვის საჭირო გახდა, მთლიანად შეცვლა სახურავის, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ასევე მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში
როგორც იცით მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. პერიოდულად გაწვდით ინფორმაციებს ტაძრის შესახებ, იქ გაკეთებული საქმეების მიხედვით. ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები.
ყველას გთხოვთ შეევეწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს, ძალისაებრ ჩვენისა. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.
ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.
GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი
GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.
GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.
GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.
დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი
მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.
საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე.
https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky
ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.
ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ