პატრიარქის მილოცვა სვეტიცხოვლობას – ჩვენ მარტონი არა ვართ, ეს უნდა გვახსოვდეს, ჩვენთან არს ღმერთი.

გაუზიარე მეგობრებს

✨🌿 გილოცავთ სვეტიცხოვლობას, ეს არის უდიდესი ეროვნული დღესასწაული.
ყველას გილოცავთ ამ ზეიმს. სიხარული და მწუხარება ენაცვლებიან ერთმანეთს როგორც ტყუპი ძმები და ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას _ კარგიც და მძიმეც.

👉 ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: ადამიანმა, რომ აიღოს მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინებაო მას. მაგრამ, ამავე დროს, დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. აქ ხდებოდა მეფის კურთხევა, აქ ხდებოდა და ხდება პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა.

🖍️ მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებული ადგილი. ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე იყო ჩამოტანილი აქ ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. ეს გაცილებით ადრე დაიწყო. უცხო ქვეყანაში არ წაიღებდნენ ისინი ამ დიდ სიწმინდეს.

🖍️ შემთხვევით არ არის, რომ აქ იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანსა ვცემთ ამ წმინდა ადგილს.

სვეტიცხოველი არის დიდი და მძლავრი კელაპტარი, რომელიც დაანთეს წმინდა ნინომ, მირიანმა და ნანამ

✨ გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა დასაფლავებულიყო სვეტიცხოვლის ადგილას. ის თვლიდა უღირსად თავის თავს, რომ აქ მომხდარიყო მისი დაკრძალვა და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც ახლა არის სამთავროს დედათა მონასტერი.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო.

✨ ღმერთი მოწყალეა, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, ჩვენთან არს ღმერთი!

გაიხარეთ, სიხარულით აივსოს თქვენი გულები..

პატრიარქის ქადაგება.. 14..10. 18

💛✨💛✨💛✨💛✨💛✨💛✨💛✨💛✨

საქველმოქმედო ინფორმაცია – გთხოვთ გაეცნოთ სრულად.

👉💫 როგორც უკვე იცით, მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, სამწუხაროდ, ტაძრის აღდგენა უსახსრობის გამო ვერ სრულდება, რადგან სამწუხაროდ მთლიანად გახდა სახურავი შესაცველი და გადასახური ქართული აგურით, რაც ერთიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

💫 წლებია ღვთისმშობლის ტაძარი თითო ლარით შენდება, სწირავენ დედაღვთისას და დედაღვთისაც არ აკლებს წყალობას ყველას მის შემწეს.. არ არსებობს ღვთის სათნო თხოვნა, რომელიც არ ისმინოს ღვთისმშობელმა. არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათ ცხოვრებაში მოხდა სასწაული და მათი საქმეები სასიკეთოდ წარიმართა, სწორედაც რომ ღვთისმშობლის მადლით.

გთხოვთ დავუდგეთ ტაძრის მშენებლობას გვერდით, თუნდაც ერთი ლარით..

💫 რაც შეეხება ტაძრის შიდა ნაწილს – აქ ძირითადი სამუშააოები მორჩენილია ( კედელი, ჭერი, იატაკი, კანკელი, ტრაპეზის ქვა, საკურთხეველი, ახალხანს დაიწერა კანკელის ხატები ) ასევე მიმდინარეობს მთავარანგელოზთა ორი ხატის და ხარების ხატის დაწერა, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ მასში მონაწილეობა თუნდაც ერთი ლარი და წვლილი შეიტანოთ მის დაწერაში.

👉 ყველამ, ვინც კი შეეწევა ამ ტაძარს, და აგრეთევე მათაც ვისაც მთელი სულით უნდა დახმარება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, მოგვწერეთ თქვენი და თქვენი ოჯახის სახელები, გაკეთდება მოსახსენებელი ტაძრის #შემომწირველთა სახელზე. სახელები მოგვწერეთ ნომერზე – 579 23 63 09 ან საქართველოს საიმედოს ფეისბუქ გვერდზე.

GE32BG0000000699979200 – საქართველოს ბანკი

GE86TB7247445061100060 – თიბისი ბანკი.

GE09LB0288870250508252 – ლიბერთი ბანკი.

GE95VT1000003185284506 – ვითიბი ბანკი.

დანიშნულება: ივერიის ღვთისმშობელი

მიმღები: საქართველოს იმედი – თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.

დარეკეთ 0901 701 387 – მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ჩასარიცხი აპარატიდან პირადი ნომრით – 59801134216

საზღვარგარეთიდან დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმორიცხოთ მითითებულ #PayPal-ის ლინკზე

https://paypal.me/pools/c/8udbhlCGky

ტაძარი მდებარეობს სოფელ პატარა მეჯვრისხევში, მეჯუდის პირას.

ხატების ჩაბრძანება კანკელში მოხდება, აღსავლის და სადიაკვნე ხატების დასრულების შემდგომ

 

ზემოთ