დღეს იწყება და 40 დღის მანძილზე ყოველდღიურად აღესრულება პანაშვიდი მიცვალებულთათვის.
დღეიდან დიდი მარხვაში, 40 დღის მანძილზე, ყოველდღიურად აღესრულება პანაშვიდი მიცვალებულთათვის. 🔖 დამატებითი ინფორმაცია, მიცვალებულთა მოხსენების შესახებ. 🙏 დიდ მარხვაში ეკლესიაში განსაკუთრებით ძლიერდება ლოცვები, მსახურების დროს ორმაგდება ფსალმუნთა კითხვა, იზრდება მეტანიების რაოდენობა, იკითხება სინანულის ლოცვები.. 🙏 დიდ მარხვაში ერთერთი ტრადიციაა, მიცვალებულთა სულზე ზრუნვა, მარხვის დაწყებიდან, ვიდრე ვნების შვიდეულამდე ( ლაზარეს შაბათამდე) ყოველდღიურად გადაიხდება 40 პანაშვიდი, სადაც […]
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა საქართველოსადმი
რა უნდა ვაკეთოთ ამ დიდ მარხვაში – გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვები. იქ, ფსალმუნში და ლოცვებში მოცემულია დიდი მადლი. სასულიერო პირებს ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველ დღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ მადლს მოგვცემს და მოხდება სულიერი განწმენდა ჩვენი ხალხისა. ჩვენი მორწმუნე ხალხი უნდა მივიდეს მოძღვართან და სთხოვოს ვრცელი აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, […]
დღეიდან, 15 მარტიდან, 40 დღის მანძილზე, ყოველდღიურად აღესრულება პანაშვიდი მიცვალებულთათვის
15 მარტიდან, 40 დღის მანძილზე, ყოველდღიურად აღესრულება პანაშვიდი მიცვალებულთათვის დამატებითი ინფორმაცია 👇 🙏 დიდ მარხვაში ეკლესიაში განსაკუთრებით ძლიერდება ლოცვები, მსახურების დროს ორმაგდება ფსალმუნთა კითხვა, იზრდება მეტანიების რაოდენობა, იკითხება სინანულის ლოცვები.. 🙏 დიდ მარხვაში ერთერთი ტრადიციაა, მიცვალებულთა სულზე ზრუნვა, მარხვის დაწყებიდან, ვიდრე ვნების შვიდეულამდე ( ლაზარეს შაბათამდე) ყოველდღიურად გადაიხდება 40 პანაშვიდი, სადაც მოხდება მოხსენება მართლმადიდებლურად აღსრულებ […]
დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს – პატრიარქის მოწოდება შენდობის დღეს
მიტევების – შენდობის დღე მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს. დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ან გულისტკივილი არ მიეყენებინოს. არსებობს შემთხვევები, როცა […]
“შენდობის ფურცელი” – ვრცელდება ინფორმაცია, მათთვის ვინც იყო გირჩის წევრი – საპატრიარქოს განცხადება
📌 საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 🔻 ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, მართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ. 🔻 მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც […]
გთავაზობთ, განახლებულ და დეტალურ ინფორმაციას სააღდგომი მარხვის შესახებ 🙏
ორშაბათიდან დიდი მარხვა იწყება ❤️ 1) ყოველ წელს, ტრადიციულად დიდ მარხვაში ( 15 მარტიდან) 40 დღის მანძილზე გადაიხდება 40 პანაშვიდი – მიცვალებულთა სახელზე, რითაც ეკლესია განსაკუთრებით შეავედრებს უფალს მიცვალებულთა სულთა ცხონებას. 14 მარტს იქნება შენდობის, მიტევების მსახურება, აღნიშნულ მსახურებას სასურველია დაესწროს ყველა მრევლი. 2) 15 მარტს კი დაიწყება სააღდგომო მარხვა. მთელი მარხვის მანძილზე – კვირა […]
პატრიარქის დარიგება მარხვისთვის – ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია…
პატრიარქის დარიგება მარხვისთვის ❤ 🙏 ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას და ადმიანი პასუხობს ბოროტებით, რა უნდა უყო ესეთ ადამიანს?. ხედავ, რომ ადამიანი ცუდს გიკეთებს, შენ უნდა დალოცო, გლანძღავს – შენ უნდა დალოცო და ეს ყველაფერი, შენი დალოცვები შენ გიბრუნდება. აი, ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოიჩინო, […]
არ დაგავიწყდეთ, დღეს საღამოდან იწყება აღდგომის მარხვის სინანულის ლოცვა
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოდან იწყება ეფრემ ასური ლოცვა, ვილოცებთ სამშაბათ საღამოს ოთხშაბათ დილით, ხუთშაბათ საღამოს, პარასკევ დილით. ხოლო შემდეგ განახლდება კვირა საღამოს და ვილოცებთ მთელი მარხვა – კვირა საღამოდან პარასკევ საღამომდე. ( დილა საღამოს, ან როცა შევძლებთ ) 🌺 უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე […]
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე სტეფანეს – ანდრია ჯაღმაიძე
მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, არც ერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, უნდა ეხებოდეს ეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის. დეკ. ანდრია […]
დღეს მარტვილში მეუფე პეტრეს მომხრეები ეპარქიის სხდომაზე შეჭრას შეეცადნენ
დღეს სამწუხარო ფაქტი მოხდა მარტვილის ეპარქიაში, რის შედეგადაც დაშავდნენ ჟურნალისტები და იმ მყოფი ადამიანები. დღეს მეუფე სტეფანემ მოიწვია ეპარქიის კრება, სადაც განხილული იყო დიაკვნებისთვის მსახურების შეჩერება.. სამწუხაროდ, ეპარქიის სასულიერო პირების მცირე ნაწილმა, მრევლთან ერთად სცადა სხდომაზე შეჭრა, რის შემდეგადაც გადაინგრა მოაჯირი და დაშავდნენ ადამიანები.. სამწუხაროა, რომ განყენებული მღვდელემთავრის, მომხრე სასულიერო პირებს ჯერაც ვერ გაუგიათ, რომ […]