დღეს მეუფე შიომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მრევლს მიმართა და პატრიარქის გადაწყვეტილებები გააცნო
მეუფე შიოს ქადაგება.. მოგეხსენებათ, რა ტრაგიკული მოვლენები მიმდინარეობს უკრაინაში. ჩვენ უდიდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალ-ყურს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს, ვლოცულობთ მათთვის და ვლოცულობთ მშვიდობისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს.. იცით, რომ კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო ჩვენს სამღვდელოებასა და მრევლში. არის ინიციატივა, რომ იმ უკრაინელ მოქალაქეებს […]
ხვალ ხორციელის კვირაა – ხსენება ქრისტეს მეორედ მოსვლისა. ხვალ არის ბოლო დღე, როცა მორწმუნეებს შეუძლიათ ხორცის მიღება.
⛪ 27 თებერვალს ეკლესია აღნიშნავს ხსენებას მეორედ მოსვლისა და ხსენებას საშინელი სამსჯავროსი ⛪ მეორედ მოსვლის დროს ანგელოზები, ღვთის ბრძანებით, კაცობრიობას მარჯვენა და მარცხენა მხარეს დააყენებენ. მარჯვენა მხარეს მყოფთ ისე ეტყვის უფალი: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, მშიერი ვიყავ და მეცით მე ჭამადი, წყურიელ ვიყავ და მასუთ მე, სნეულ ვიყავ, საპყრობილეში ვიყავ და მომხედეთ მე. ისინი ჰკითხავენ: […]
26 თებერვალს მიცვალებულთა საყოველთაო მოხსენების დღეა – ნახეთ ინფორმაცია
ნახეთ ინფორმაცია, ვისაც სურს მიცვალებულთა მოხსენება წირვაზე, ვინც ვერ ახერხებთ წირვაზე წასვლას. 26 თებერვლას ხორციელის შაბათია. ამ დღეს ეკლესიურად, ხორციელის შაბათი ეწოდება. ხალხი, ამ დღეს ასევე კორკოტობის სახელით მოიხსენიებს. 🎗️⛪ ხორციელის შაბათს, ქრისტიანები კორკოტს ამზადებენ, ეკლესიებში კი, გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი. 🔔🙏 წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან […]
ეს წუთია ვრცელდება პატრიარქის საგანგეგო განცხადება
პატრიარქის საგანგეგო განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება (24.02.2022) საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. ავღნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც. შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა […]
25 თებერვალს, საქართველოს დიდი მეოხის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია – ნახეთ, სავედრებელი ლოცვა
ყველამ წაიკითხეთ სავედრებელი ლოცვა ივერიის ღვთისმშობლისადმი… 🌿 25 თებერვლას საქართველოს ეკლესია, კიდევ ერთხელ განადიდებს, მის ზეციურ მფარველს, მეოხს ივერიის ღვთისმშობლის ხატს, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება წმინდა მარიამის შემწეობა, შუამდგომლობა. ლოცვა – ვედრება ივერიის ღვთისმშობლისადმი 🌿 ჵ, ყოვლად უხრწნელო დედოფალო, მარიამ ღმრთისმშობელო, ვითარცა ხარ შენ უსასყიდლოჲ მკურნალი და წყაროჲ კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთვე ხატსა შენსა ივერიის კარისასა, […]
24 თებერვალს სახლთანგელოზობაა – რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს და რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ ჩვენი ოჯახისთვის
სახლთანგელოზობა – მივიწყებული, ძველი ტრადიცია 🌸 ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე.. 🌸 სახლთ ანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ, ხორციელის ხუთშაბათს ( წელს, 24 თებერვალს ) ამ დროს იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, […]
ბერი გაბრიელის ვედრების ლოცვა, რომელიც მისი ხსენების დღეს უნდა წავიკითხოთ. 22 თებერვალი ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა
წმ. გაბრიელ ბერის ლოცვა.. 💒 ეს არის მისი ერთადერთი ლოცვა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია. საოცარი უბრალოებით არის გამოხატული ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან. 🔸 მამა გაბრიელი შეგეწიოთ, გაგახაროთ და თავისი მადლიანი ლოცვით სიხარული მოგანიჭოთ…. ბერი გაბრიელის ვედრების ლოცვა ⛪ ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს […]
22 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, ბერი გაბრიელის ნაწილთა აღმოყვანება მოხდა.
22 თებერვალს ჩვენი საყვარელი ბერის – წმინდა გაბრიელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა ზუსტათ 8 წლის წინ, ბერმა გაბრიელმა გააერთიანა მთელი საქართველო.. 🎗️ საოცარი გრძნობა იყო, სამების ტაძარი მორწმუნეებს ვერ იტევდა. ერი თუ ბერი, ბავშვი თუ ქალი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა ცდილობა მიახლებოდა წმინდა ბერის ლუსკუმას, მის წმინდა ნაწილებს. 🙏 საქართველოს ბევრი განსაკუთრებული წმინდანი ჰყავს, მაგრამ […]
ლოცვა უძღები შვილის კვირას წასაკითხი – ვედრება უფლისადმი.
ხვალ, 20 თებერვალს არის უძღები შვილის კვირა, მარხვის დაწყებამდე დარჩა ორი კვირა.. ლოცვა უძღები შვილისა…. მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით და რომელი იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაიცა ხმასა მას უძღებისასა სევსწირავ შენდა: ვცოდე წინაშე შენსა, მამაო მოწყალეო, შემიწყალე მონანული და მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი. ◀️ ღმერთმა ყველას გვყოს ძედ თვისად წოდება, […]
ხვალ, უძღები შვილის კვირა, დაბრუნება ღმერთთან – უძღები შვილის ფიქრები
20 თებერვალს არის უძღები შვილის კვირა ანუ დაბრუნება ღმერთთან. გამოყავით დრო და წაიკითხეთ სრულად ❤️ უძღები შვილის ფიქრები…. ეს არის საოცარი დღე, დღე რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს საკუთარ ცხოვრებას.. თითოეული ჩვენგანი არის უძღები შვილი. შვილი, რომელსაც მუდამ ელოდება მოწყალე ღმერთი. უფალმა ყველაზე ძვირფასი გაიმეტა ჩვენთვის – საკუთარ ძეებად გვაქცია, გულში ჩაგვიკრა. ყველაზე ძვირფასი სახლის კარი […]