11 სექტემბერს ეკლესიამ მარხვის დღეთ დააწესა.დღესასწაული იოანე ნათლიმცემლის თავის კვეთისა.
წაიკითხეთ სრულად და ნახეთ რატომ არის მარხვა ამ დღეს და რატომ არის დღესასწაული თავისკვეთის დღე? 11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლოს თავის კვეთის დღეა. საოცარია, თითქოს ძნელი გასარჩევია, როდის არის ზეიმი და როდის – გლოვა. წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, ჩვენ ვამბობთ, რომ დღესასწაულია. მართლაც, ზეციურ საქართველოში და ზეციურ სამყაროში ეს ზეიმია. ზეიმია მართალი სიტყვის. […]
8 სექტემბერს მეუღლეთა მფარველი წმიდანების ნატალიასა და ადრიანეს ხსენების დღეა. ლოცვა 👇
8 სექტემბერს, მეუღლეთა მფარველი წმინდანების – ნატალიასი და ანდრიანეს ხსენების დღეა. ეს წმინდანები განსაკუთრებით მფარველობენ და განამტკიცებენ მეუღლეთა შორის სიყვარულსა და ერთგულებას. ევედრებიან ასევე შვილიერებას. ლოცვა მათ სახელზე წასაკითხი ❤️ დედაკაცისა ღმრთივ-განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ, ანდრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა. წმინდანო მოწამენო […]
31 აგვისტოს ყოველთა დედოფალის – “პანტანასას” ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია
31 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“) ხსენების დღეა. ამ ხატს, განსაკუთრებული მადლი აქვს შეეწიოს დაავადებულებს. ყოველთა დედუფლის ხატის ასლი, დავანებულია ავჭალის „პანტანასსა” დედათა მონასტერში, სადაც მომლოცველთ საშუალება აქვთ მიეახლონ ამ დიდ სიწმიდეს. ბევრი ადამიანი იკურნება ამ ხატთან რწმენით მიახლებულნი! დედა ღვთისმშობელმა მისდამი მვედრებელთ მოგმადლოთ კურნება! ტროპარი: სიხარულისმომნიჭებელითა პატიოსნითა ხატითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, […]
სამი ლოცვა, მარიამობას წასაკითხი – ღვთისმშობელმა გაახაროს სამყარო, სიხარული მოგვანიჭოს
სამი ლოცვა მარიამობას წასაკითხი 💚🙏 ღვთისმშობელმა გაახაროს კაცობრიობა, გაახაროს საქართველო, თითოეული ოჯახი. ლოცვა 🙏💚 შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა. მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე […]
28 აგვისტოს მარიამობაა – დღე ღვთისმშობელთან შეხვედრისა, დღე დიდი სასწაულისა
28 აგვისტოს მარიამობაა♥️ ყველა ქვეყანა განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ღვთის დედას, მაგრამ ჩვენ მაინც გვგონია რომ ყველაზე მეტად ის საქართველოში გვიყვარს. აღდგომის შემდეგ, სწორედ მარიამობაა ის დღე, რომელსაც განსაკუთრებული სიხარული შემოაქვს ჩვენს გულებში. ზოგმა შეიძლება იფიქროს, თუ ეს დღეს არის ღვთისმშობლის მიცვალების დღე, მაშ რატომ არის ის სასიხარულო? დიახ, დღეს ღვთისმშობელი განშორდა მოციქულებს, მან მიიძინა, მაგრამ […]
სად არის ბედნიერება? – პატრიარქის საოცარი დარიგება ბედნიერებაზე
პატრიარქის საოცარი დარიგება – ბედნიერებაზე ❤️ 🌸 დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყიდო, გაყიდო და კვლავ იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დაიბრუნო დაკარგული დრო. ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს, სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს. 🌸 ჩვენ ყოველ ახალ წელს ბედნიერებას ველოდებით, მაგრამ განა შეიძლება ბედნიერებას […]
რატომ იკურთხება ფერისცვალებას ხილი? ყველაფერი ამ დღის შესახებ, რაც უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა
ფერისცვალება ერთერთი დიდი და გამორჩეული დღესასწაულია, ეს არის დღე როდესაც გამოვლინდა უფლის ღვათებრიობა. ფერისცვალება მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენშიც უნდა მოხდეს ფერისცვალება, ბოროტება სიკეთით შეიცვალოს, სიძულვილი – სიყვარულით, გარდაიქმნას ადამიანის მთელი ბუნება, მისი სული, გონება, სხეული, ყველაფერი შეიცვალოს მასში, ღმერთმა ინებოს რომ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ სიკეთისკენ ეცვალოს ფერი. რატომ იკურთხება ხილი ამ დღეს? ეს […]
14 აგვისტოდან მარიამობის მარხვა იწყება, ღვთისმშობელმა გაახაროს საქართველო და მსოფლიო.
14 აგვისტოდან იწყება მარიამობის მარხვა. ის ზუსტად 14 დღე გაგრძელდება და 28 აგვისტოს დასრულდება ღვთისმშობლის მიძინების დღეს, თუმცა წელს 13 რიცხვი მოუწია პარასკევს, შესაბამისად ხვალიდან უკვე არის მარხვა… ( ვინც იცავს ოთხშაბათი – პარასკევის მარხვას ) წმინდა ქალწული არის ჩვენი ყველაზე დიდი მეოხი უფლის წინაშე, ამიტომ თითოელი ჩვენთაგანი უნდა ვეცადოთ, მცირედით მაინც შევძლოთ დავიცვათ ეს […]
9 აგვისტოს კურნების დღეა, რადგან მკურნალი ექიმის წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეა
9 აგვისტოს მკურნალი ექიმის – წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეა. წმინდა პანტელეიმონი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში. პანტელეიმონი – ნიშნავს ყოვლად მოწყალეს. იგი უანგაროთ კურნავდა ადამიანებს და ანიჭებდა ხორციელ და სულიერ ჯანმრთელობას. დაე, წმინდა პანტელეიმონმა განკურნოს ჩვენი სულის და ხორცის სნეულებანი❤️ ტროპარი: ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი […]
პატრიარქი ტიროდა ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო
„აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადის მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას […]