საქართველო უნდა გაუძლო განსაცდელს, მონანიებთ თავისუფლდება ადამიანი – პატრიარქის დღევანდელი ქადაგება

გაუზიარე მეგობრებს

პატრიარქის დღევანდელი ქადაგება

გილოცავთ გიორგობას,  წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნის.

✨  ჩვენ ვცხოვრობთ  რთულ დროს, მრავალი განსაცდელია, ჩვენს გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან.

ადამიანი არის მფარველობის ქვეშ.

📜 თქვენ გახსოვთ უფლის სიტყვები, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო რაოსათვის მიმატოვებ მე, თუმცა ღმერთი არ გვტოვებს ჩვენ.

წმინდა გიორგი  იტანდა ამ განსაცდელს.

🖍️ წმინდა გიორგი იყო მხედარმთავარი დიოკლეტიანესი, ის პატივსცემით უყურებდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ შეცვლევინა მას დამოკიდებულება მისდამი.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს განსაცდელი არის საშუალება,  რომელიც ასწავლის ადამიანს, განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან.

👉 არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე  და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს,  სინანული ასწორებს ადამიანს, ვისაც არ შეუძლია სინანული მას არ შეუძლია გამოსწორება.

✨ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელია ჩვენს გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა,  ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს.

🙏 მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი მთავარი საშუალება  – ეს არის მონანიება ცოდვისა.

ჰე უფალო,  მომანიჭე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა

🙏 ჩვენ უნდა შევიკითხოთ ჩვენს გონებას, მოვინანიეთ ჩვენი საქმეები თუ არა.

🌿 ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული შესცვლის ადამიანს. სიყვარულმა დაგლოცოთ, სიყვარულმა გაგახაროთ.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს.

🖍️ საქართველო უნდა გაუძლო განსაცდელს, მონანიებთ თავისუფლდება ადამიანი.

გიორგობა ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული.

💒 გილოცავთ გაიხარეთ. წმინდა გიორგი დაიფარე საქართველო და მსოფლიო

🖍️ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, სამების ტაძარი – 2021 წელი.

 

 

ზემოთ